1770789457
უცხოეთი
რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ხარკოვის ოლქის დასახლება ბოგოდუხოვში რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მაშველებმა კაცი და სამი ბავშვი სახლის ნანგრევებში აღმოაჩინეს. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, სახლს უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა. დაღუპულები არიან 34 წლის კაცი, 2 წლის გოგო და 1 წლის ორი ბიჭი. 35 წლის ორსული ქალი საჰაერო იერიშის დროს სერიოზულად დაშავდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქში ინფრასტრუქტურის ობიექტზე იერიში განხორციელდა. ამის გამო ქალაქის 11 ათასი მკვიდრი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.