1757413458
უცხოეთი
რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დასახლებაზე ავიაიერიშს 21 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება იაროვაიაზე ავიაბომბი ჩამოაგდეს. სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, იერიშს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. შეტევის დროს ადამიანები პენსიას იღებდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს დაღუპულთა ცხედრები და დაზიანებული ავტომობილი. როგორც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვადიმ ფილაშინი იუწყება, შეტევა ადგილობრივი დროით 12.30-ზე განხორციელდა.