1757229451
უცხოეთი
რუსული ძალების იერიშის შემდეგ კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის დედაქალაქში, რუსული დრონის ნამსხვრევის ჩამოვარდნის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოზე და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პეჩერსკის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის სავარაუდო ჩამოგდების შედეგად, მთავრობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა, დაიღუპა 3 ადამიანი და 13 დაშავდა.