1771592690
უცხოეთი
რუსული ძალების იერიში ზაპოროჟიეს ოლქზე - დაშავდა ორი ადამიანი
რუსულმა ძალებმა საავიაციო ბომბებით ზაპოროჟიეს ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
ფიოდოროვის ინფორმაციით, დაშავებულია 22 წლის ქალი და 27 წლის კაცი.
უკრაინული მხარის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქზე რუსული ძალების საჰაერო თავდასხმა გრძელდება.