Loading data...
რუსული ძალების იერიში დნეპროპეტროვსკზე - დაღუპულია ერთი ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული ძალების დრონებით იერიშის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა, - აცხადებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვლადისლავ გაივანენკო. 

მისივე თქმით, დაღუპულია 41 წლის კაცი. 

„მტერმა რაიონული ცენტრის, ასევე პოკროვსკაიას, მიროვოვსკაიას და ჩერვონოგრიგოროვსკაიას თემების წინააღმდეგ თითქმის 60 დარტყმა განახორციელა. რუსებმა მძიმე არტილერია და დრონები გამოიყენეს“, - იტყობინება გაივანენკო ტელეგრამზე. 

გაივანენკოს თქმით, დარტყმების შედეგად დაზიანდა ბენზინგასამართი სადგურები, კერძო სახლები და მანქანები.