1761541168
უცხოეთი
რუსული ძალები სუმის ოლქში მიკროავტობუსს დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი
რუსული ძალები სუმი ოლქში მიკროავტობუსს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად კი, უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა დრონმა ნიკოლაევის სოფლის თემთან ახლოს, გზატკეცილზე მოძრავ მიკროავტობუსზე მიიტანა იერიში.
„მტრის სამიზნე ადამიანები იყვნენ“, - აცხადებს სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ გრიგოროვი.
დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.