რუსული ძალები პოკროვსკისა და მირნოგრადის მიდამოებში შეტევისთვის ემზადებიან
რუსულმა ძალებმა რეზერვების დაგროვება შეძლეს და პოკროვსკისა და მირნოგრადის მიდამოებში შეტევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინელი სამხედროები იუწყებიან. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
როგორც დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ სპიკერმა გრიგორი შაპოვალმა განაცხადა, რუსულმა ძალებმა ავიაიერიშების რაოდენობა გაზარდეს და სხვა საცეცხლე საშუალებებს აქტიურად იყენებენ. უკრაინის ძალები პოკროვსკისა და მირნოგრადის ჩრდილოეთ ნაწილებში პოზიციებს ინარჩუნებენ.
მისივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 13-ჯერ სცადეს უკრაინელთა განდევნა 7 დასახლებიდან. ერთი შეტევა ახლაც გრძელდება. უკრაინის ძალები აქტიურად იყენებენ დრონებს და ავიადაზვერვის საშუალებებს.
უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდალმა მიხეილ დრაპატიმ განაცხადა, რომ ახლა არსებობს 12 მონაკვეთი, სადაც რუსეთის ძალები ასეულის და ბატალიონის დონეზე შეტევას და თავისი კონტროლის ზონის გაფართოებას შეეცდებიან.