1755858018
უცხოეთი
რუსული ძალები კონსტანტინოვკას რამდენიმე საათი ბომბავდნენ, დაიწვა სახლები, დაშავდა 1 ადამიანი - უკრაინული მხარე

22 აგვისტოს დონეცკის ოლქში, ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობები და სხვა შენობა-ნაგებობები დაზიანდა. ინფორმაციას კონსტანტინოვკის სახელმწიფო სამმართველოს უფროსი სერგეი გორბუნოვი ავრცელებს.
„22 აგვისტოს, დღის დასაწყისიდან, რუსმა არაადამიანებმა კონსტანტინოვკაზე დაბომბვის სერია განახორციელეს. თავდასხმები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განადგურება გამოიწვია.
დარტყმების შედეგად დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობები, მაღაზია, „უკრპოშტას“ შენობა და გაზსადენი. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე“, - იტყობინება გორბუნოვი.