Loading data...
რუსული დრონების იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს. ქალაქში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფიოდოროვის თქმით, საჰაერო განგაში მთელი ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული.

წინასწარი ცნობით, 16 მოიერიშე დრონი 11 ადგილას აფეთქდა. ასევე ორ ლოკაციაზე დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა.

ასევე 16-17 იანვარს ღამით, აფეთქებების ხმები კიევში და ხარკოვში გაისმა. იქაც იერიში დრონებით განხორციელდა.