Loading data...
რუსული აქტივების ჩამორთმევის პასუხად, პუტინმა აშშ-ის აქტივების გამოყენება დაუშვა

რუსულ სასამართლოებს უფლება მიენიჭათ, რუსეთში აშშ-ის საკუთრება გამოიყენონ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული აქტივების ჩამორთმევის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაშია ნათქვამი

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციას და ეროვნულ ბანკს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ საკუთრების უფლების დაუსაბუთებლად ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით და ზიანის კომპენსაცია მოითხოვონ. 

„განაცხადის მიღების შემთხვევაში, სასამართლო მიმართვას უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისიას გადაუგზავნის. თავის მხრივ, იურიდიულმა კომისიამ სასამართლოსთვის უნდა შეადგინოს ამერიკული ქონების სია, რომელიც „პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას შეერთებულ შტატებში რუსული აქტივების ჩამორთმევის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამერიკულ ქონებაში მოიაზრება როგორც აშშ-ის სახელმწიფოში არსებული ქონება, ისე შტატების მიერ დანიშნული პირის ქონება.

რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაევალა, 4 თვის ვადაში უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.