Loading data...
რუსმა სამხედროებმა გულიაიპოლეს მახლობლად 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება გულიაიპოლეს მახლობლად რუსმა სამხედროებმა 5 უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“იუწყება.

„მოწინააღმდეგე კვლავ საერთაშორისო ნორმების სრულ იგნორირებას ახდენს. მსგავსი ფაქტი არაერთხელ ადრეც მომხდარა“, - წერენ პროექტ Deepstate-ის ანალიტიკოსები.

მანამდე რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ტყვეები პოკროვსკის მიმართულებაზე და ქალაქ უგლედარის მახლობლად დახვრიტეს. უკრაინა ამ ფაქტებს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.