Loading data...
რუსი ჟურნალისტის წინააღმდეგ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ პოსტისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

რუსეთში ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტის, ვალერია კიჩიგინას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რუსულ ჯარზე ფეიკების გავრცელების მუხლით. კიჩიგინამ ინსტაგრამში დაწერა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს უკვე 15 წელია ოკუპირებული აქვს.

კერძოდ, კიჩიგინამ რუსი სამხედროების და ტექნიკის ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „2008 წლის 7-8 აგვისტოს რუსული ძალები საქართველოში შეიჭრნენ და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

კიჩიგინას საქმეს მოსკოვის ტაგანსკის რაიონის სასამართლო იხილავს. საქართველოს ოკუპაციის შესახებ პორტის გარდა, მას კიდევ ედავებიან სოციალურ ქსელში ჟურნალისტის, დიმიტრი კოლეზევის სტატიის რეპოსტს, სადაც რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზეა საუბარი.