რუსი ოპოზიციონერები კანადას სთხოვენ, რომ აშშ-დან დეპორტირებულ რუსეთის მოქალაქეებს თავშესაფარი მისცეს

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა იულია ნავალნაიამ, ილია იაშინმა და ვლადიმერ კარა-მურზამ კანადას სთხოვეს, რომ თავშესაფარი მისცეს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-დან აძევებენ. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
რუსმა ოპოზიციონერებმა წერილი მისწერეს კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის. მისი ტექსტი გამოცემამ The Globe and Mail-მა გამოაქვეყნა.
წერილში წერია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ომის საწინააღმდეგო პოზიციით არიან ცნობილები, და რომლებმაც აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე განცხადება აქვთ შეტანილი, საიმიგრაციო ცენტრებში იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ხშირად ოჯახები გაყოფილები არიან.
„ამერიკული სასამართლოები სულ უფრო ხშირად უარს ეუბნებიან ამ ადამიანებს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე და რუსეთში მათი დეპორტაცია ხდება, სადაც მათ, როგორც წესი, პუტინის სპეცსამსახურები მაშინვე აპატიმრებენ“, - წერია რუსეთის ოპოზიციონერების წერილში.
ნავალნაია, იაშინი და კარა-მურზა ასევე აშშ-ში, კანადის საელჩოსთან სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, ვისთანაც მიმართვას რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც პოლიტიკური თავშესაფრის გადაწყვეტილებას ელოდებიან და ვისი დეპორტაციის საფრთხეც არსებობს.