Loading data...
რუსეთში ჟურნალისტი იური დუდი ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

„როსფინმონიტორინგმა“ რუსი ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი იური დუდი ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

2025 წლის ნოემბერში მოსკოვის სასამართლომ დუდს დაუსწრებლად 1 წლით და ათი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს „უცხოური აგენტის“ საქმიანობის წესების დარღვევაში. მანამდე ჟურნალისტს ჯარიმები გამოუწერეს, რადგანაც რამდენიმე მასალა „აგენტის“ სტატუსის გარეშე გამოაქვეყნა.

იმავე წლის ივლისში დუდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ის დაუსწრებლად დააპატიმრეს.

„უცხოურ აგენტად“ იური დუდი 2022 წელს გამოაცხადეს. ის ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.