Loading data...
რუსეთში თვითმფრინავს ჰაერში ძრავის ნაწილი მოსძვრა, ავიალაინერი ავარიულად ხაბაროვსკში დაფრინდა

რუსეთში ავიაკომპანიაა „როსიას“ ავიალაინერმა Sukhoi SuperJet-მა ხაბაროვსკში ავარიული დაფრენა განახორციელა. თვითმფრინავს ჰაერში მარჯვენა ძრავის ნაწილი მოსძვრა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

თვითმფრინავის ბორტზე 50 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ის ვლადივოსტოკიდან ბლაგოვეშენსკში მიფრინავდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შემოწმება დაიწყო.

გამოცემა Vladivostok1ru იუწყება, რომ ხაბაროვსკის ტრანსპორტის საგამოძიებო განყოფილებამ წინასაგამოძიებო შემოწმება დაიწყო „საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის“ მუხლით.