Loading data...
რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა 2 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ბრალდებულებმა, როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში, მძევლად აიყვანეს სასჯელაღსრულების სისტემის ორი თანამშრომელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ,  რომ ადგილზე არიან ძალოვანი სტრუქტურებისა და პროკურატურის წარმომადგენლები და მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დეპარტამენტის მტკიცებით, ვითარება კონტროლდება.