Loading data...
რუსეთში „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები

რუსეთში, კარელიაში „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ „მედუზა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამანადგურებელი დაგეგმილი სასწავლო ფრენის შესრულებისას, ჩამოვარდა. 

„მოსკოვის დროით საღამოს 7:00 საათზე, კარელიის რესპუბლიკაში დაგეგმილი სასწავლო ფრენის დროს სუ-30 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „სუ-30“ დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და საბრძოლო მასალის გარეშე დაფრინავდა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.