Loading data...
რუსეთში სატვირთო გემის ამობრუნებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაკარგულად ითვლება

რუსეთში, სახალინის ოლქის კორსაკოვის პორტში სატვირთო გემი ამობრუნდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შესაბამის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

არსებული ცნობით, ბორტზე სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.

„წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 18 ოქტომბერს სახალინზე, კორსაკოვის პორტში გადაბრუნდა სატვირთო გემი. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ოთხი ადამიანის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.