1784875225
უცხოეთი
რუსეთში ფრენებზე შეზღუდვები 10 აეროპორტში დაწესდა - BBC
24 ივლისს გამთენიისას დრონებით იერიშის საფრთხის გამო, რუსეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები ერთდროულად დაწესდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, შეზღუდვები დაწესდა ბუგულმის, ნიჟნეკამსკის, ჩებოქსარის, ყაზანის, სამარის, ულიანოვსკის, სარატოვის, პენზისა და ფსკოვის აეროპორტებში.
ამასთან, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი გარკვეული დროით დაიკეტა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ლენინგრადის ოლქის ტერიტორიაზე 50 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.