Loading data...
რუსეთში მოკლეს პატიმრები, რომლებმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლები აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, პატიმრების ლიკვიდაცია განხორციელდა. 

„როსტოვის ოლქში მდებარე, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გავათავისუფლეთ მძევლად აყვანილი თანამშრომლები, განხორციელდა დამნაშავეების ლიკვიდაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.