Loading data...
რუსეთში კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრი იტყობინება. 

ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.

ინფორმაციისთვის, 31 ივლისს კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა გალაპაგოსის კუნძულებზე მიაღწია.

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.