Loading data...
რუსეთში ევროკავშირის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ევროკავშირის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული რუმინეთის მოქალაქეა და ის ვლადივოსტოკში მივლინებით იმყოფებოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ქალი დილით ადრე სასტუმროდან სასეირნოდ გავიდა, რადგანაც მას აღარ ეძინებოდა. მის სიახლოვეს ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც ორი კაცი გადმოვიდა. სიტყვიერი მუქარის შემდეგ რუმინელ ქალს სასტიკად სცემეს. ევროკავშირში არსებული წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.

მომხდართან დაკავშირებით რუმინეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია. ბრიუსელში განაცხადეს, რომ ევროკავშირი თავისი დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს.