1771493535
უცხოეთი
რუსეთში დაკავებისას კაცმა თავი აიფეთქა
რუსეთის როსტოვის ოლქში 46 წლის კაცმა დაკავების დროს ხელყუმბარა ააფეთქა. კაცი ადგილზე დაიღუპა, ორი პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ „რბკ“ იუწყება.
როსტოვის ოლქის შს სამმართველოს ცნობით, ეჭვმიტანილზე ფედერალურ დონეზე ძებნა იყო გამოცხადებული. დაკავების მომენტში მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და შემდეგ აფეთქება მოხდა.
დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.