Loading data...
რუსეთში 7 800 სახლი კვლავ დატბორილი რჩება

რუსეთის ტერიტორიაზე წყალდიდობის შედეგად 7 800 სახლი დატბორილი რჩება. თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, 24 საათის განმავლობაში დატბორილი სახლების რაოდენობამ დაახლოებით 1 500-ით იკლო. 

არსებული ცნობით, წყალდიდობა 131 დასახლებულ პუნქტზე ვრცელდება.

„სამშაბათს, დილის საათების მონაცემებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 131 დასახლებული პუნქტზე არსებული 7 800 სახლია დატბორილი. ამასთან, წყალს აქვს დაფარული თითქმის 24 ათასი საყოფაცხოვრებო ნაკვეთი, 49 ხიდი და 88 გზა“, - წერს TASS.

მდინარე ურალსა და მის შენაკადებზე წყლის დონის მატება აპრილის დასაწყისში დაიდო. ოფიციალური მონაცემებით, 14 აპრილს, ორენბურგის მახლობლად მდინარე ურალში წყლის დონემ პიკს - 1187 სანტიმეტრს მიაღწია, რაც კრიტიკულ დონეზე 257 სანტიმეტრით მეტია და 1942 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს 242 სანტიმეტრით გადააჭარბა.