Loading data...
რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

11 მაისს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეჟიმი ძალაში შევიდა. რუსეთის მოქალაქეები საუდის არაბეთში და საუდის არაბეთის მოქალაქეები რუსეთში ჩასვლას ვიზის გარეშე წლის განმავლობაში 90 დღით შეძლებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

უვიზო მიმოსვლა არ ვრცელდება სამსახურებრივ მივლინებებზე, სწავლაზე და მუდმივ ცხოვრებაზე. ასევე, თუ რუსეთის მოქალაქე საუდის არაბეთში მომლოცველად ჩადის, მაგალითად მექაში, მას კვლავ ვიზა დასჭირდება.

რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ერ-რიადში 2025 წლის 1-ელ დეკემბერს იყო ხელმოწერილი. მანამდე რუსეთის მოქალაქეებს ელექტრონული ან ჩვეულებრივი ვიზის აღება საუდის სამეფოში ჩასვლის შემდეგ შეეძლოთ.