1722516327
უცხოეთი
რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის 20-30 პატიმრის გაცვლა იგეგმება

რუსეთის და დასავლეთის ქვეყნებს შორის 20-30 პატიმრის გაცვლა იგეგმება. როგორც Nexta Live იუწყება, გაცვლის ნაწილი კალინინგრადის ოლქში, ნაწილი კი თურქეთში მოხდება.
Bloomberg-ის ცნობით, მოსკოვის მიერ ერთ-ერთი გათავისუფლებული, შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა იყოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი გაათავისუფლებს ამერიკელ ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს და კიდევ ერთ ამერიკელს, პოლ უილანს.
კრემლთან დაახლოებული წყაროები კი იუწყებიან, რომ რუსეთს გადასცეს არტიომ და ანა დულცევები, რომლებიც სლოვენიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან გასამართლებულები.