Loading data...
რუსეთს მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

„რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია საშუალება UNIAN-ი ავრცელებს.

არსებული ცნობით, თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიებს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რუსეთი სამოქალაქო ობიექტს დრონებით ორჯერ დაესხა თავს.

„რუსეთმა კრივოი-როგში, ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმები ორ ტალღად განახორციელა. პირველ დარტყმას ნახევარ საათში მეორე მოჰყვა, რომლის სამიზნეც ადგილზე მომუშავე სასწრაფო დახმარების სამსახურები იყო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.