1791131147
უცხოეთი
რუსეთს 700-მდე ბალისტიკური რაკეტა აქვს, ყოველთვიურად კი 140 რაკეტას აწარმოებს - უკრაინული მხარე
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს 700-მდე ბალისტიკური რაკეტა აქვს, ყოველთვიურად კი 130-140 ასეთ რაკეტას აწარმოებს. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი მონაცემებით, რუსეთს დაახლოებით 700 ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე ათასი სხვა რაკეტა აქვს რეზერვში. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია; სწორედ ამდენია მათი რეზერვი“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველთვიურად 130-140 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს.
„ამასთან ბრძოლა აუცილებელია და ჩვენ ვებრძვით მას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.