1767443198
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშის დროს 95 დრონი გამოიყენა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით მასირებული საჰაერო იერიში განახორციელა. საერთო ჯამში 95 დრონი იყო გამოყენებული. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 80 დრონი განადგურებული იყო. რუსულმა ძალებმა გამოიყენეს „შაჰედის“, „გერბერას“ და სხვა ტიპის დრონები.
8 ლოკაციაზე 15 დრონი მიზანს მოხვდა. კიდევ ორ ადგილას განადგურებული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა.
ჩერნიგოვის ოლქში დრონი ქალაქ ნოვგოროდ-სევრსკიში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ასევე დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა რამდენიმე ავტომობილი.
ნიკოლაევის ოლქში დრონებით იერიში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, იერიშის დროს არავინ დაშავებულა.