1765888149
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი იერიშის დროს 69 დრონი გამოიყენა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი შეტევის დროს 69 დრონი გამოიყენეს. მათ შორის გამოყენებული იყო Shahed-ის, „გერბერას“ და სხვა ტიპის დრონები. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში 57 დრონი გაანადგურეს.
ზაპოროჟიეში დრონი მრავალსართულიან სახლს მოხვდა. დაშავდა სამი ადამიანი.
ოდესის რეგიონზე რამდენიმე ათეულმა დრონმა მიიტანა იერიში. შედეგად ხანძარი გაჩნდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის საწყობი დაიწვა.
ოდესის რაიონული ადმინისტრაციის ცნობით, ამ რეგიონში 288 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ბოლო სამი დღის განმავლობაში დენის მიწოდების აღდგენა 330 ათასი ოჯახისთვის გახდა შესაძლებელი.