Loading data...
რუსეთმა უკრაინის პორტისკენ მიმავალ სამოქალაქო გემზე იერიში მიიტანა, დაიღუპა კაპიტანი - უკრაინული მხარე

შავ ზღვაში რუსულმა ძალებმა  უცხოურ სამოქალაქო გემს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც კაპიტანი დაიღუპა, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი კი დაშავდა. 

უკრაინის რეკონსტრუქციის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დრონებით შეტევა 17 სექტემბერს, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა, რომელიც უკრაინისკენ მიემართებოდა. 

„დარტყმის შედეგად გემის კაპიტანი დაიღუპა, ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დაშავდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გემის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.