13 მაისი 11:01
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 108 დრონი გაუშვა

11 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 108 დრონი გაუშვა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ბოლო იერიშის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, ყველაზე მეტად სუმის ოლქი დაზარალდა.

28 აპრილს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ყველა საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. უკრაინული მხარის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ შესრულებულა და სროლა გრძელდებოდა. ერთადერთი, რაზეც რუსულმა მხარემ უარი თქვა, უკრაინის ქალაქებზე მასირებული საჰაერო იერიში იყო.