Loading data...
რუსეთმა უკრაინის 6 რეგიონში ენერგეტიკულ სექტორს ძლიერი დარტყმა მიაყენა - უკრაინული მხარე

რუსეთმა უკრაინის ექვს რეგიონში ენერგეტიკისა და გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელეგრამზე იტყობინება. 

„26-27 აგვისტოს ღამეს, მტერმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კიდევ ერთი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, რომ უკრაინის 6 რეგიონში, კერძოდ, სუმის, პოლტავას, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ენერგეტიკისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემის ობიექტებზე მიზანმიმართული დამანგრეველი დარტყმები განხორციელდა.

უკრაინული მხარის ცნობით, მიმდინარეობს ზარალის შეფასება.

ადგილზე საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაახლოებით დილის 1:00 საათზე, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმამ სუმის ერთ-ერთ მთავარ ქვესადგურზე აღჭურვილობა დააზიანა, რის გამოც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

„ეს არის ტერორიზმის კიდევ ერთი აქტი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - აცხადებენ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში