Loading data...
რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსულმა ძალებმა Х-69/59 საავიაციო რაკეტები გამოიყენეს. შეტევაში უპილოტო საფრენი აპარატებიც მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

რაკეტები და დრონები ორი მხრიდან - კურსკის ოლქიდან და ყირიმიდან გაუშვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რაკეტებმა და დრონებმა მიზნამდე ვერ მიაღწიეს.

რაკეტების და უპილოტო აპარატების ჩამოგდება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით და საზენიტო ძალების დახმარებით მოხდა.

მანამდე 4 სექტემბერს, რუსულმა ძალებმა საავიაციო რაკეტებით ქალაქ ნიკოლაევში მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 2613 რაკეტის და 16529 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს.