რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა, რამაც ორ პორტში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, დაშავდა 3 წლის ბავშვი - უკრაინული მხარე
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაში, ოდესის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, რამაც ორ პორტში ხანძარი გამოიწვია. დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. ინფორმაციას ოდესის ოლქის პროკურატურის პრესმდივანი ინა ვერბა.
„დაშავდა 43 წლის კაცი და 3 წლის ბავშვი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაიწყო წინასწარი გამოძიება ომის დანაშაულების ფაქტზე“, - აცხადებენ ოდესის ოლქის პროკურატურაში.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ზიანი მიადგა პორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
„პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კონტეინერში. საცხოვრებელ უბნებში შენობები დაინგრა და კერძო მანქანები დაზიანდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
უკრაინის საზღაო პორტების სამსახურის ინფორმაციით, პორტებში არავინ დაშავებულა. თუმცა, დაზიანდა აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 27 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინას 187 დრონით შეუტია.
წინასწარი მონაცემებით, დილის 8:30 საათის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსების 165 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.