Loading data...
რუსეთმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

26 თებერვალს, ღამით, რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რამდენიმე რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინაში საჰაერო თავდასხმის შესახებ მასშტაბური განგაში დაახლოებით დილის 3:00 საათზე გამოცხადდა.

რუსული შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა ქალაქი კრივოი-როგი. 

„შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

აფეთქების ხმა გაისმა კიევშიც. უკრაინის დედაქალაქში დაზიანებულია კერძო სახლი და მრავალსართულიანი კორპუსი.

ამასთან, რუსეთმა დაბომბა ხარკოვი და ზაპოროჟიეც.