რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით დაარტყა, რაც მასთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს - პოდოლიაკი
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის ტერიტორიისკენ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაფრინდა, რუსეთის ხელისუფლებასთან რაიმეზე მოლაპარაკების შესაძლებლობა „გამორიცხულია“. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, დნეპრზე თავდასხმის დროს რუსმა ოკუპანტებმა „ორეშნიკის“ რაკეტა არ გამოიყენეს.
„რუსეთის ფედერაციაში „ორეშნიკოვი“ არ არსებობს, ეს არის ადამიანი [რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი], რომელიც არ არის ადეკვატური, იგონებს თავისთვის რაღაც სახელებს“, - განაცხადა მან.
პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტრებმა დაარტყეს დნეპრს კლასიკური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური იარაღით.
„ასეთი იარაღის გამოყენება, ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაციასთან რაიმე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს. იმიტომ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკის გამოყენებამ ნამდვილად არ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის რაღაცის დათმობა და მოლოდინი, რომ ის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოიქცევა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.