1762331091
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინას გასულ ღამეს 80-ზე მეტი დრონით შეუტია - უკრაინის შეიარაღებული ძალები
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას გასულ ღამეს 80-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 61 დრონი ჩამოაგდეს.
„18 უპილოტო საფრენი აპარატის ზემოქმედება შვიდ ლოკაციაზე დაფიქსირდა. 80 დრონიდან 50 „შაჰედის“ ტიპის იყო“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.