1791094896
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინას გასულ ღამეს 130-ზე მეტი დრონით შეუტია - უკრაინული მხარე
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას 135 დრონით შეუტიეს, მათ შორის „შაჰედებით“
როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, დარტყმები ხუთ ლოკაციაზე დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, რუსების მიერ გამოყენებული „შაჰედებიდან“ 52 რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს 123 უპილოტო საფრენი აპარატი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული მედია წერს, რომ 4 ოქტომბრის ღამეს და დილას კიევზე რუსული დრონების განმეორებითი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დესნიანსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა.