1769071333
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინას 90-ზე მეტი დრონით შეუტია
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 22 იანვარს, ღამით რუსეთმა უკრაინას 94 დრონით შეუტია.
უკრაინული მხარის ცნობით, ჩამოაგდეს რუსების 80 დრონი.
ასევე უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენები ოთხ ლოკაციაზე ჩამოვარდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ექვს რეგიონში 14 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის ოთხი ვოლგოგრადის რეგიონში, სამ-სამი ყირიმსა და როსტოვის ოლქში, ორი ბრიანსკის ოლქში და თითო-თითო ბელგოროდის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში.