1789288294
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინას 450-ზე მეტი დრონით შეუტია - უკრაინული მხარე
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 450-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის 400 დრონი გაანეიტრალა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.