Loading data...
რუსეთმა სუმის ოლქში მიკროავტობუსი დაბომბა - ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია

რუსებმა სუმის რეგიონში სამგზავრო მიკროავტობუსი დრონით დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა,  13 კი, მათ შორის ორი ბავშვი (15 და 8 წლისანი), დაშავდა. ამის შესახებ სუმის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ და რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული დრონი ნიკოლაევის სოფლის თემთან ახლოს, გზატკეცილზე მიკროავტობუსს დაეჯახა.

„მტრის სამიზნე სამგზავრო ტრანსპორტი იყო - ფაქტობრივად, ადამიანები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - ხაზგასმით აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყველა დაზარალებული სწრაფად გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. თუმცა მიკროავტობუსი, რომელიც სუმის მიმართულებით მოძრაობდა, მთლიანად დაიწვა.

ამჟამად ინციდენტის ყველა გარემოების გამოძიება მიმდინარეობს.