1784882216
უცხოეთი
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქციის იმპორტი აკრძალა
„როსსელხოზნადზორმა“ 2026 წლის 27 ივლისიდან სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება უწყების მიერ 14-21 ივლისს ჩატარებული შემოწმების შემდეგ იყო მიღებული, რომლის დროსაც დარღვევები იყო აღმოჩენილი. „როსსელხოზნადზორის“ ცნობით, გამოყენებულია ინფიცირებული საქონლის რძე, რომელიც შემდეგ რუსეთში იყო გაგზავნილი.
ცნობისთვის, მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში რუსეთმა სხვადასხვა სომხურ პროდუქციაზე აკრძალვების დაწესება დაიწყო. ესენია ყვავილები, ალკოჰოლური პროდუქცია, ხილი და ბოსტნეული.