1768027699
უცხოეთი
რუსეთმა შავ ზღვაში ორ გემზე იერიში განახორციელა, დაიღუპა სირიის მოქალაქე
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში, ოდესის ოლქში ორ გემზე იერიში განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსეი კულებამ განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
ოდესის პორტთან იერიში კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა. შეტევის შედეგად სირიის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
ჩერნომორსკის პორტის მახლობლად დრონი კიდევ ერთ სამოქალაქო გემს მოხვდა, რომელიც სენტ-კიტსის და ნევისის დროშით დაცურავდა. მას ხორბალი გადაჰქონდა. მძიმედ დაიჭრა კაპიტნის თანაშემწე, რომელიც ასევე სირიის მოქალაქეა. შეტევის შემდეგ გემი ახლოს მდებარე პორტში წავიდა.