Loading data...
რუსეთმა ოდესის ცენტრს შეუტია - დაიღუპა ოთხი ადამიანი, ცხრა კი დაშავდა

რუსეთის ჯარებმა ოდესის ცენტრს სამჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

პირველმა დარტყმამ ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი შენობა დააზიანა. სახლებში, კაფეებსა და მაღაზიებში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რამდენიმე კი დაზიანდა.

მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები. მედიკოსები დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ, ხოლო საგანგებო სამსახურები იერიშების შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.