1790317179
უცხოეთი
რუსეთმა ოდესის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე
25 სექტემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა მასშტაბური დარტყმების სერია განახორციელა საცხოვრებელ უბნებსა და ლოგისტიკურ ობიექტებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული მხარის ცნობით, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების აღმოფხვრა.
ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, 25 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, 300-მდე დრონი გაუშვა.