1756115241
უცხოეთი
რუსეთმა მარიუპოლი და ბერდიანსკი უცხოური გემებისთვის გახსნა - უკრაინული მედია

რუსეთმა მარიუპოლი და ბერდიანსკი უცხოური გემებისთვის სიას დაამატა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია სატრანსპორტო სტრატეგიების ცენტრზე დაყრდნობით წერს.
„ბრძანებას ხელი მოაწერა აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა. ეს როგორც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, ოკუპანტებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად გაიტანონ მოპარული პროდუქცია დონბასიდან და ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან“, - აღნიშნულია სატრანსპორტო სტრატეგიების ცენტრის განცხადებაში.
მარიუპოლის პორტში ტვირთის ძირითადი სახეობებია ლითონი, ქვანახშირი და მარცვლეული.
გასულ წელს ბერდიანსკის პორტის გავლით უკანონოდ ექსპორტირებული იქნა 300 ათას ტონაზე მეტი მოპარული მარცვლეული.