Loading data...
რუსეთმა კრივოი-როგი დაბომბა - დაიღუპა ორი ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ქალაქ კრივოი-როგზე მიიტანეს იერიში. 

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე განჟას ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სამრეწველო საწარმო იყო.

განჟას თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა.

დაშავებულების რიცხვი კი 7-მდე გაიზარდა.