Loading data...
რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიიტანა - დაზიანდა ჩრდილოეთის ხიდი

რუსეთმა 7 ნოემბრის ღამეს კიევს კვლავ დაარტყა, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

დაინგრა სახლები და დაზიანდა ჩრდილოეთის ხიდი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

ასევე, დარტყმების შემდეგ კიევში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობა დაინგრა.

ამასთან, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევისა და ჟიტომირის რეგიონებში ელექტროსადგურების დაზიანებამ დედაქალაქის ენერგომომარაგების მხრივ უკიდურესად რთული სიტუაცია შექმნა.