Loading data...
რუსეთმა კიევზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, პოდილსკის რაიონში რუსული რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 9 და დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. მისივე თქმით, პოდილისკის რაიონის გარდა ნამსხვრევები სხვა ლოკაციებზეც, მათ შორის ავტოფარეხების კოოპერატივის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.

გოლოსეევსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ხუთსართულიან შენობაში, არასაცხოვრებელ ზონაში, საწყობსა და ღია ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პოდილსკის რაიონში საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ერთდროულად ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა, ხოლო დარნიცკის რაიონში ნგრევა და ხანძარი დაფიქსირდა – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაზიანდა.